აშშ - ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ჯეფრი ეპშტეინს შესაძლოა "საიდუმლო შვილი" ჰყოლოდა.
ჩანაწერში ერთ-ერთი მსხვერპლი წერს, რომ დაახლოებით 2002 წელს, მაშინ როდესაც თავადაც 16 ან 17 წლის იქნებოდა გოგონა გააჩინა, მის დღიურში ასევე ორსულობის ულტრაბგერითი გამოკვლევის ასლი დევს, რომელიც 20-კვირიან ვადას ასახავს.

“ის დაიბადა, მისი ტირილი გავიგონე! დავინახე ეს პატარა თავი და სხეული ექიმის ხელებს შორის. გისლენმა თქვა, რომ ლამაზი იყო. სად არის ახლა ჩემი შვილი?“ წერს მსხვერპლი.
დღიური ქალის იურისტებმა, ფედერალურ პროკურორებს გადასცეს, რომლებიც ეპშტეინისა და მაქსველის საქმეს იძიებდნენ.
ეპშტეინის უკანასკნელი ცნობილი პარტნიორი კარინა შულიაკი იყო, რომლისთვისაც ჯეფრი თავისი კერძო კუნძულის, 50 მილიონი დოლარის და მანჰეტენის თაუნჰაუსის დატოვებას აპირებდა.
პარასკევს გამოქვეყნებულ დაუთარიღებელ ვიდეოში, ნიუ-იორკის სასახლეში გადაღებული მაგიდა ჩანს, სადაც მამობის დამადასტურებელი დნმ-ის ტესტი დევს.
გამოქვეყნდა ასევე ელექტრონული წერილი, რომელიც 2011 წლით თარიღდება. წერილის ადრესატი ეპშტეინია, მას უინძორის ყოფილი მეუღლე, სარა ფერგიუსონი ბავშვის დაბადებას ულოცავს.

ეპშტეინის პირადი ანგარიშიდან გაგზავნილ ელფოსტებში, რომლებიც შარშან Bloomberg-იდან გაჟონა, ჩანს მინიშნებები, თითქოს ეპშტეინი და მაქსველი საერთო განაყოფიერების პროცედურის ჩატარებას განიხილავდნენ.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ეპშტეინი ე.წ. “ბავშვთა რანჩოს“ შექმნას გეგმავდა, რომლის დონორების როლში ნობელის პრემიის ლაურეატები უნდა გამოსულიყვნენ.
წაიკითხეთ ასევე: