ავტორი:

13 წლის ბიჭმა დედისა და უმცროსი და-ძმის გადასარჩენად სიბნელეში, მღელვარე ზღვაში ოთხი საათი იცურა - რა მოხდა ავსტრალიის სანაპიროსთან

13 წლის ბიჭმა დედისა და უმცროსი და-ძმის გადასარჩენად სიბნელეში, მღელვარე ზღვაში ოთხი საათი იცურა - რა მოხდა ავსტრალიის სანაპიროსთან

შემთხვევა ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, პერთიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ოჯახი დასასვენებლად იმყოფებოდა, როდესაც ძლიერმა ქარმა მათი გასაბერი სერფინგის დაფები და კაიაკი “გეოგრაფ ბეიდან“ ღია ზღვაში გაიტაცა.

  • 13 წლის ბიჭმა, ოსტინ აპელბმა დახმარების მოსაძებნად სცადა კაიაკით ნაპირამდე მიეღწია, თუმცა ნავი წყლით აივსო, რის გამოც ის იძულებული გახდა მანძილის ნაწილი, დაახლოებით 4 კილომეტრი ზღვაში ცურვით დაეფარა.

ჟურნალისტებთან საუბარში აპელბმა გაიხსენა, როგორ ებრძოდა “ მძვინვარე ტალღებს“, როდესაც სამაშველო ჟილეტით მიცურავდა

ორი საათის შემდეგ მან ჟილეტიც მოიხსნა, რათა უფრო სწრაფად შეიძლებოდა ცურვა.

“მგონი წყალში რაღაც დავინახე და ძალიან შემეშინდა. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ აუცილებლად გავაღწევდი, ვცდილობდი ყველაზე ბედნიერ რამეებზე მეფიქრა, რათა პოზიტიური განწყობა შეენარჩუნებინა. ბოლოს და ბოლოს ნაპირს მივაღწიე, სანაპიროს ფსკერს შევეხე და ძალაგამოლეული დავეცი. თუმცა კიდევ ორი კილომეტრი უნდა მერბინა, რომ ტელეფონამდე მივსულიყავი" - იხსენებს ოსტინი.

რამდენიმესაათიანი ცურვის შემდეგ ბიჭმა ნაპირს მიაღწია და დახმარების მოსაძებნად გაიქცა, ტელეფონით მან სამაშველო სამსახურში დარეკა და განაცხადა, რომ მის ოჯახს ზღვაში შველა სჭირდებოდა, რისთვისაც "ვერტმფრენები, თვითმფრინავები და ნავები" იყო საჭირო.

ზარს რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაცია მოჰყვა, სადაც საზღვაო პოლიცია, ადგილობრივი საზღვაო მაშველები და დასავლეთ ავსტრალიის სამაშველო ვერტმფრენი მონაწილეობდნენ.

  • 47 წლის ქალი, 12 წლის ბიჭი და 8 წლის გოგონა სამაშველო ვერტმფრენმა საღამოს 8:30-ზე იპოვა, ისინი სერფინგის დაფას ეჭიდებოდნენ.

ისინი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

მოგვიანებით “მოხალისე საზღვაო მაშველების“ მეთაურმა, პოლ ბრესლენდმა განაცხადა:

"მოზარდი ბიჭის ქმედებები უმაღლესი შეფასების ღირსია, მისმა გამძლეობამ და სიმამაცემ საბოლოოდ დედისა და და-ძმის სიცოცხლე გადაარჩინა".

წყარო