საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
რექტორის ინფორმაციით, პარასკევს, 6 თებერვალს, დაგეგმილია ერთობლივი შეხვედრა განათლების მინისტრთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
“დაახლოებით, 3 საათ-ნახევარი გაგრძელდა შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილესთან. რა თქმა უნდა, იყო მწვავე შეკითხვები, დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ორ ნაწილად გავყოფდი შეხვედრას. შევთანხმდით, რომ მეორე ნაწილთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ გაგრძელდება. ეს იყო, როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, მეორე- პოლიტიკური საკითხები, რომელსაც პასუხს უკვე მინისტრი გასცემს პასუხს. გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს სტუ, ასევე თსუ-ი ერთად შეხვდება განათლების მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს. შეხვედრაზე საუბარი გვექნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
თემა საკმაოდ მწვავეა, მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ვფიქრობ, რომ საჭიროა დიალოგი გაგრძელდეს”,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.