ავტორი:

30-ზე მეტი დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - იაპონია დიდთოვლობას ებრძვის: გაწმენდით სამუშაოებში სამხედროები და 1 000-ზე მეტი მანქანაა ჩართული (ფოტო)

30-ზე მეტი დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - იაპონია დიდთოვლობას ებრძვის: გაწმენდით სამუშაოებში სამხედროები და 1 000-ზე მეტი მანქანაა ჩართული (ფოტო)

იაპონია დიდთოვლობას ებრძვის. სტიქიური ნალექი ქვეყანაში 20 იანვარს დაიწყო და 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

ტელეკომპანია Nippon TV-ის ცნობით ჰოკაიდოს რეგიონში მძიმე ტექნიკასთან ერთად სამხედროებიც მუშაობენ. თოვლის საწმენდ სამუშაოებში 1 000-ზე მეტი მანქანაა ჩართული.

კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვალების შემთხვევები ძირითადად სახურავებიდან ჩამოვარდნას უკავშირდება, როდესაც ადამიანები სახლის თოვლისგან გაწმენდას ცდილობდნენ.

დიდთოვლობის გამო, გასულ კვირას დროებით დახურა ჰოკაიდოს მთავარი აეროპორტი, შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და ზოგიერთი მაგისტრალი ჩაიკეტა.

წყარო