მელინდა გეითსი ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ყოფილ ქმრის, ბილ გეითსთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალი ფაილების გამოქვეყნებამ "ქორწინების მტკივნეული პერიოდი" გაახსენა.

"ეს ბრალდებები აბსოლუტურად აბსურდულია, სრული სიცრუეა", -ამბობს ბილ გეითსის წარმომადგენელი BBC-სთან აღნიშნული თემის კომენტირებისას..მისივე თქმით ბილ გეითსს არც ერთი მსხვერპლი არ ადანაშაულებს და მისი სახელის მოხსენიება ფაილებში რაიმე სახის დანაშაულებრივ საქმიანობას არ გულისხმობს.
ამერიკული მედიის ცნობით, ქმართან დაშორებამდე მელინდა გეითსი მუდმივად უკმაყოფილო იყო ქმრის კავშირით ჯეფრი ეპშტეინთან. მელინდასა და ბილის და შორების შემდეგ, ბილ გეითსმა აღიარა, რომ 2019 წელს Microsoft-ის თანამშრომელთან ჰქონდა რომანი.

გეითსი წლებია ამტკიცებს, რომ მას არ ჰქონია ახლო ურთიერთობა ჰეფრი ეპშტეინთან და მხოლოდ "რამდენიმე ვახშამი" აკავშირებდათ, რა დროსაც განიხილავდნენ საქველმოქმედო პროექტის განხორციელებას, თუმცა ეს პროექტი ვერ შედგა.