Victoria's Secret-ის მოდელი, მირანდა კერი ყოფილ ქმართან, ორლანდო ბლუმთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს. პოლ ბრანსონის პოდკასტში მირანდამ ისაუბრა, თუ როგორ ზრდიან ყოფილი მეუღლეები საერთო შვილს, 15 წლის ფლინს.
"იმისთვის, რომ დღეს ასეთი მეგობრები ვყოფილიყავით, დაშორების პირველივე დღიდან მე და ორლანდომ ბევრი ვიმუშავეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე. პატიება კი ამ ყველაფრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო - ერთმანეთის პატიება, საკუთარი თავის პატიება და სიმშვიდის მოპოვება
დაშორებისას ჩვენთვის მთავარი ფლინი იყო - გადავწყვიტეთ, მისი საჭიროებები ყოველთვის პირველ ადგილზე დაგვეყენებინა და ერთმანეთისთვის სრულად გვეპატიებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნებოდა.
როდესაც სხვა ადამიანისგან გყავს შვილი, ის ყოველთვის დარჩება ამ ბავშვის მშობლად, მთელი ცხოვრების განმავლობაში... იქნება სიტუაციები, როცა მოგიწევს მასთან საუბარი - მოგწონს ეს თუ არა. მაშინ, რატომ არ უნდა გავხადოთ ეს ურთიერთობა ჰარმონიული?! რატომ არ უნდა გავხადოთ ურთიერთობა უფრო მშვიდი? ორლანდო და მე შესანიშნავი მეგობრები ვართ", - ამბობს მირანდა კერი.

მოდელმა გაიხსენა მომენტი, როდესაც ყოფილ ქმარს დაბადების დღე მიულოცა.
"მან მითხრა, მადლობა, რომ ფლინისთვის ასეთი შესანიშნავი დედა ხარ. მან მითხრა, როგორი მადლიერია, რომ მის ცხოვრებაში ვარსებობ. მე მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ყოველთვის ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდა.სწორედ ეს არის ამჟამინდელი მეგობრობისა და პატივისცემის საფუძველი", - ამბობს მირანდა კერი.
რაც შეეხება მირანდა კერისა და ორლანდო ბლუმის დაშორების მიზეზებს, როგორც დაშორების შემდეგ მოდელმა თქვა, "ერთმანეთის გვერდით საუკეთესო თვისებებს ვეღარ ავლენდნენ", რაც საბოლოოდ განშორების მიზეზი გახდა.