რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, სანამ კიევი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
მისი თქმით, რუსეთის პოზიცია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცნობილია როგორც კიევისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის.
"ჩვენი პოზიცია (უკრაინასთან დაკავშირებით) ძალიან ნათელია. ეს კარგად ესმით როგორც კიევის რეჟიმს, ასევე ამერიკელ მომლაპარაკებლებს, რომლებიც კეთილ სამსახურს წევენ ამ სამმხრივი მოლაპარაკებების წარმოების კუთხით და რომელთა მიმართაც მადლიერები ვართ მათი ძალისხმევისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.