ავტორი:

სააკაშვილი, ღარიბაშვილი, ახალაია, ლილუაშვილი და ა.შ. - კიდევ ვინ მოინახულა სახალხო დამცველმა რუსთავის საპატიმროში

სააკაშვილი, ღარიბაშვილი, ახალაია, ლილუაშვილი და ა.შ. - კიდევ ვინ მოინახულა სახალხო დამცველმა რუსთავის საპატიმროში

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს: ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.

"სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში