დედაქალაქის მერია ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.
როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლა შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.
ამასთან, განმარტავენ, რომ აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.