ავტორი:

ვის ეკუთვნის ვაგონსარემონტო ქარხანა, სადაც ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო?

ვის ეკუთვნის ვაგონსარემონტო ქარხანა, სადაც ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო?

"ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, საქმე შეეხება აღნიშნული ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვას.

ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან პროკურატურაში შესული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე.

როგორც ანგარიშგების პორტალზე ვკითხულობთ, აღნიშნული კომპანია წარმოადგენს მონოპოლისტს ქართულ ბაზარზე, რომელსაც ჰყავს ერთადერთი მსხვილი დამკვეთი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რომელიც ქარხნის მეწილეც არის.

უფრო კონკრეტულად, სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ 50%-ის მფლობელი - შპს. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა“, ხოლო 50% "ინდუსტრიულ ინვესტმენტს“ ეკუთვნის. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 50-50%-იანი წილები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქის ნოდარ გაგუასა და გვანცა სალაყაიას საკუთრებაშია. "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ დირექტორი კი გელა ძიძიკაშვილია. გააგრძელეთ კითხვა

.