“ჩემი გვარი ეფშტეინის ფაილებში მოხვედრილა. კერძოდ ვიღაც, ვისი სახელიც პირველად გავიგე, თურმე ეტრაბახება ეპშტეინს, მაგარი კაცი ვარ, იმიტომ რომ სააკაშვილს ვიცნობო,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და აშშ - ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მილიონობით დოკუმენტის შინაარს ეხმიანება.
“ეს სასწრაფოდ აიტაცა ივანიშვილის რუსულმა მედიამ. მინდა გკითხოთ, რა გაგიხარდათ?
ერთი ის, რომ ამერიკის ელიტაში ვიღაცა თვლიდა, რომ ჩემთან ნაცნობობის მოგონება საამაყოა, რაც ნათლად აჩვენებს ჩემს გავლენებს მაშინდელ მსოფლიოში.
თუ ის გაგიხარდათ, რომ თქვენი ჯღანები, ჯაყოს მეთაურობით, ეპშტეინის ფაილებშიც კი ვერ მოხვდებიან ვერასდროს?“ - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეპშტეინის საქმის სისხლის სამართლის გამოძიებებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება, კონგრესის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად დაიწყო.
წინა კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სამ მილიონი დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც ადრე მედიისთვის მიუწვდომელი იყო.
იხილეთ ასევე: