Instagram-ზე რეგისტრაციიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ, სიამის ტყუპებმა ვალერიამ და კამილამ სოციალურ პლატფორმაზე 288,000-ზე მეტი გამომწერი მოაგროვეს.
მიმზიდველი “ტყუპები“, რომლებიც თითქოს ერთ სხეულს იზიარებენ, რეგულარულად აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც კამერაში იყურებიან, საკმაოდ თამამი ბიკინები აცვიათ და დროს თავის მეგობრებთან ატარებენ.

გარდა ამისა, ისინი ხშირად პასუხობენ კითხვებს Instagram Stories-ში საკუთარი საერთო სხეულის შესახებ, მათ შორის პირადი და ინტიმური სასიყვარულო ცხოვრების დეტალებსაც იხსენებენ.
ტყუპები, კატეგორიულად უარყოფენ რომ მათი პერსონაჟიები AI-ის მიერ არიან გენერირებულები, თუმცა AI დარგის ექსპერტი საპირისპიროს ამტკიცებს.
ჟურნალისტებთან საუბარში AI Prompt Engineer-მა ენდრიუ ჰალბერტმა თქვა, რომ "ტყუპების“ ზოგიერთმა დაკვირვებულმა გულშემატკივარმა უკვე იეჭვა, რომ ვალერია და კამილა ხელოვნური ინტელექტის ნამუშევარია.
“ეს ნარატივი იმისთვის არის შექმნილი, რომ ინტერაქცია მაქსიმალურად გაზარდოს, ეს არის იდეალური ისტორია იდეალური პერსონაჟის შესახებ, რომელიც იძლევა იდეალურ ჩართულობას — სწორედ ეს არის მიზანი" - განმარტავს ექსპერტი.
"ვმოძრაობთ, ვლაპარაკობთ, ცხადია, AI არ ვართ" - თქვეს მათ კამერასთან სიცილით.
ერთ-ერთ ისტორიაში ტყუპებმა განაცხადეს, რომ 25 წლისები არიან და ფლორიდაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. საერთო სხეულზე დასმულ კითხვებზე მათ თქვეს, რომ ორი გული აქვთ და თითოეული მათგანი სხეულის ერთ მხარეს აკონტროლებს.


"ზოგჯერ ერთნაირი სურვილები გვაქვს, მაგრამ თითოეულს საკუთარი კუჭი გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია განსხვავებულად ვჭამოთ და შიმშილი ან წყურვილი სხვადასხვა დროს ვიგრძნოთ. ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგია, ჩვენ ორივე ერთ ადამიანს ვხვდებით, ვის მიმართ ფიზიკურ და ემოციურად მიზიდულებას განვიცდით, ცალკე შეხვედრები ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა, ერთად უფრო რთულია, თუმცა ზოგჯერ მაინც ვახერხებთ" - განაცხადეს მათ მორიგ ჯერზე.
სიამის ტყუპებით მოხიბლული გულშემატკივრები მათ ფოტოებსა და ვიდეოებზე რეგულარულად ტოვებენ კომენტარებს, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც მათ სინამდვილეში ეჭვი შეეპარა. ამ მოსაზრებას ჰალბერტიც ეთანხმება.
“როგორც ადამიანისთვის, რომელიც ბიზნესში, პროცესებსა და მარკეტინგში AI-ის გამოყენებაზე კონსულტაციებს უწევს, ნათელია, რომ ეს გამოსახულებები AI-ის მიერ არის გენერირებული“ - აცხადებს ექსპერტი და რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
პირველ რიგში, ის, რომ "ტყუპებს: უნაკლო სხეული აქვთ.
"ეს არარეალურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ ფოტოში ორი "სრულყოფილი" ადამიანი ჩანს უნაკლო სხეულებით" - ამბობს ენდრიუ.


"გარდა ამისა ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ორივე სახე ერთნაირად ზუსტად ირუჯებოდეს, ისინი ზედმეტად გაპრიალებული და სრულყოფილია — ბარბის თოჯინას ჰგავს. თითქოს ახლახან ამოიღეს ყუთიდან. ცხოვრებაში ასე არ ხდება. თვალები, თითები, ყურები და უნაკლო კანი ასევე მათ ხელოვნურ წარმომავლობაზე მიუთითებს. AI-ს ჯერ კიდევ უჭირს სრულყოფილი, ინდივიდუალური გამოსახულების შექმნა" - აღნიშნავს ექსპერტი
"ფოტოებში არანაირი ნაკლი არ ჩანს. ყველა სურათი იდეალურია. თუნდაც საუკეთესო კამერები გქონდეთ გადაღების დროს ანარეკლები და დეფექტები ყოველთვის რჩება, აბსოლუტურად იდეალური ფოტოები არ არსებობს" - ამბობს ექსპერტი.
სიამის ტყუპების ისტორიას ფსიქოთერაპევტი შარლოტ ფოქს ვებერიც გამოეხმაურა. მისი თქმით ვალერია და კამილა AI-მოდელებისა და ინფლუენსერების იმ მზარდი ტენდენციის ნაწილია, რომლებმაც შეიძლება, "შემზარავი მომავალი მოიტანონ".