ავტორი:

"რუსეთმა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელა" - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

"რუსეთმა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელა" - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთმა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

  • იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველა თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული.

"ჩავშალეთ კიბერთავდასხმების სერია საგარეო სამინისტროს ოფისებზე, ვაშინგტონით დაწყებული, და ასევე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ზოგიერთ ობიექტზე, მათ შორის კორტინაში სასტუმროებზე“, - განაცხადა ტაიანიმ.

მან აღნიშნა, რომ „ეს რუსული წარმოშობის ქმედებებია”.