რუსეთში, მერვე კლასის მოსწავლემ, რომელიც თავს ბულინგის მსხვერპლად მიიჩნევდა, კლასში ხანძარი გააჩინა. შემთხვევა 3 თებერვალს კრასნოიარსკის №153 სკოლაში მოხდა. 14 წლის გოგონამ ბენზინით სავსე ბოთლი ჯერ სკოლის საპირფარეშო შეაგდო, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი საკლასო ოთახში.

ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული Telegram-არხების მიხედვით, საკლასო ოთახში გაჩენილი ხანძრისას, ცეცხლი მოედო კედლებს, ჟალუზებს და მერხების პირველ რიგს. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად სულ სკოლის ხუთი მოსწავლე დაშავდა, ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ერთ ბავშვს სხეულის 40%-იანი დამწვრობა აქვს, ორ კი — 15–20%. კიდევ ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს ჩაქუჩით მიყენებული თავის ტვინის ტრავმებით.


ტელეგრამ არხ Mash-ის ინფორმაციით, გოგონას კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი თანაკლასელების მხრიდან ბულინგი გახდა. მას კლასელები დასცინოდნენ და გარე სამყაროსგან მოწყვეტილ, საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანად მიიჩნევდნენ და შესაბამის მეტსახელს ეძახდნენ .
"ნოვაია გაზეტას" ცნობით, მოსწავლე დააკავეს და იგი დედასთან ერთად გაკითხვაზე გადაიყვანეს.