მომღერალი სოსო პავლიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ამჯერად მომღერლის მიმართვა მის პირველ მეუღლეს, ნინო უჩანეიშვილსა და მათ საერთო შვილს, ლევან პავლიაშვილს ეხება.
"დღეს ჩვენი ნინოს, ლევანის დედის დაბადების დღეა. ამ სასიხარულო მიზეზით, ჩვენმა შვილმა ჩაწერა სიმღერა „დედა“. მოდით, დღეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე დავურეკოთ ჩვენს დედიკოებს და ვუთხრათ, როგორ ძლიერ გვიყვარს ისინი. ასევე შეგიძლიათ გაუგზავნოთ სიმღერა „დედა“, რომელშიც ზედმეტი სიტყვები არ არის“ - წერს სოსო პავლიაშვილი.

ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილსა და ნინო უჩანეიშვილს, დანგრეული ოჯახის მიუხედავად, სამაგალითო მეგობრობა და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. ნინო ხშირად სტუმრობს მომღერლის ახალ ოჯახს მოსკოვში და სოსოს ამჟამინდელ მეუღლესთან, ირინა პატლახთანაც მეგობრობს.
პავლიაშვილის უფროსი ვაჟი, ლევანი, მამის გზას აგრძელებს და მუსიკალურ სფეროში აქტიურადაა ჩართული.
წაიკითხეთ ასევე: