ავტორი:

“კალმარის თამაშებისა“ და K-pop-ის მოსმენისთვის ჩრდილოეთ კორეა მოზარდებს სიკვდილით სჯის“ - რას ჰყვებიან ქვეყნიდან გაქცეულები

“კალმარის თამაშებისა“ და K-pop-ის მოსმენისთვის ჩრდილოეთ კორეა მოზარდებს სიკვდილით სჯის“ - რას ჰყვებიან ქვეყნიდან გაქცეულები

Amnesty International - ის მიხედვით, “კიმ ჩენ ინი სამხრეთკორეულ ტელევიზიასა და მუსიკასთან გამოცხადებული ომის ფარგლებში “Squid Game“-ის ყურების ან K-pop-ის მოსმენისთვის ახალგაზრდებს სიკვდილით სჯის“.

  • როგორც ქვეყნიდან გაქცეულმა ჩრდილოეთკორეელებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განუცხადეს ყველაზე მძიმე სასჯელების თავიდან ასაცილებლად ხშირად მხოლოდ დიდი ქრთამი მუშაობს. ზოგს იმდენად ეშინია წამებით ცნობილ შრომით ბანაკებში მოხვედრის, რომ საკუთარ სახლებსაც კი ყიდის კორუმპირებული ჩინოვნიკების მოსასყიდად.

“ერთი და იგივე ქმედებისთვის ხალხს იჭერენ, მაგრამ სასჯელი მთლიანად ფულზეა დამოკიდებული, ფულის არმქონეები სახლებს ყიდიან, რომ 5 000 ან 10 000 დოლარი შეაგროვონ და გამოსასწორებელი ბანაკებიდან გამოსასყიდის სახით გადაიხადონ,“ - ამბობს ჩოი სუვინი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეა 2019 წელს დატოვა.

  • კიმ ჯუნსიკი, სანამ 2019 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცეოდა, სამხრეთკორეული დრამების ყურებაზე სამჯერ დაიჭირეს.

„ჩვეულებრივ, როცა საშუალო სკოლის მოსწავლეებს იჭერენ და ოჯახს ფული აქვს, მხოლოდ გაფრთხილებას აძლევენ. მე სამართლებრივი სასჯელი არ მიმიღია, რადგან კავშირები გვქონდა,“ - აცხადებს კიმი.

მისი თქმით, დის სკოლის მეგობრებმა 2010-იან წლებში სამხრეთკორეული ტელევიზიის ყურებისთვის შრომით ბანაკში მრავალწლიანი სასჯელი მოიხადეს, რადგან მათი ოჯახებს დიდ ქრთამის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ.

მრავალია ადამიანი „109-ე ჯგუფს“ სპეციალიზებული სამართალდამცავი დანაყოფს ახსენებს, რომელიც სახლებში და ქუჩებში ჩანთებსა და მობილურ ტელეფონებს ორდერის გარეშე ამოწმებს. ყველას უთვალთვალებენ, სკოლის ასაკში საჯარო სიკვდილით დასჯების ყურება “იდეოლოგიური აღზრდის“ ნაწილს წარმოადგენს.

Amnesty International-ის რეგიონული დირექტორის მოადგილის, სარა ბრუკსის განცხადებით, ეს რეპრესიები, რომლებიც “კორუფციის ფენებით არის გადაფარული“, ყველაზე მეტად მათ ანადგურებს მათ, ვისაც ფული ან კავშირები არ აქვს.

მისი თქმით ხელისუფლება არღვევს საერთაშორისო სამართალს, როდესაც ინფორმაციაზე წვდომის კრიმინალიზებას ახდენს, შემდეგ კი ჩინოვნიკებს საშუალებას აძლევს, სასჯელის შიშით შეპყრობილი ადამიანების ხარჯზე გამდიდრდნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: