აშშის, გრინვიჩის პოლიციის დეპარტამენტმა 2026 წლის 28 იანვარს დააკავა 48 წლის ქართველი კაცი, რომელსაც ბრალად 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთების მოპარვა ედება.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ჩაფიჩაძემ გაძარცვა მრავალი საცხოვრებელი როგორც გრინვიჩში, ასევე კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ქანაანში. მის მიერ მოპარული ნივთების სავარაუდო ჯამური ღირებულება, 1,015,115.00 აშშ დოლარს შეადგენს.
“დეტექტივებმა გამოავლინეს ძარცვის თანმიმდევრული და გამორჩეული მოქმედების წესი. საფუძვლიანი გამოძიების შემდეგ, დეტექტივებმა შეძლეს აღნიშნულ დანაშაულების ჩაფიჩაძესთან დამაკავშირებელი მტკიცებულებების მოძიება,“- აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
დაკავებულს პირველი და მეორე ხარისხის ქურდობაში წაუყენეს ბრალი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულებებია. როგორც გრინვიჩის პოლიცია იუწყება, ჩაფიჩაძეს გირაო სასამართლომ 5,000,000 აშშ დოლარის ოდენობით განუსაზღვრა.