ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანი გოგონა ქორწინების მიზნით გაიტაცეს. ამის შესახებ ekhokavkaza თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, სოხუმის პროკურატურა იძიებს მოქალაქე უზუნ-იაკუბ-ოღლუ ენვერ მეჯიდოვიჩის მიერ შეტანილ საჩივარს მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის, 2012 წელს დაბადებული უზუნ-იაკუბ-ოღლუ ნ.ე.-ს გატაცებასთან დაკავშირებით.
“მან არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ ადგილას, სოხუმში წაიყვანა. ჩასვლისთანავე არასრულწლოვანის ნათესავებს აცნობეს მ.ზ. ჯოპუა არასრულწლოვანზე დაქორწინების განზრახვის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გოგონა თავდაპირველად სოხუმის პროკურატურაში გადაიყვანეს და საჭირო პროცედურული დასრულების შემდეგ, მამას გადასცეს.
გატაცებაში სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცავ ორგანოებს ემალება.