თბილისში 28 წლის ბიჭმა ახალგაზრდა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.