ცნობილია, რომ კარლ ლაგერფელდს განსაკუთრებული უყვარდა და ოჯახის წევრად მიაჩნდა კატა, სახელად შუპეტი. ანდერძის თანახმად, დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ მას ქონების ნაწილი, 1,5 მილიონი დოლარი ერგო.
ლაგერფილდმა, რომელიც 2019 წელს, 85 წლის ასაკში, სიმსივნის გამო გარდაიცვალა, დეტალურად დაგეგმა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა შუპეტს მის გარეშე. იმისათვის რომ კატას ფუფუნებაში ცხოვრება გაეგრძელებინა, დაუტოვა მილიონზე მეტი დოლარი და სახლი ბაღით, რომელსაც მისი ყოფილი დიასახლისი, ფრანსუაზ კასოტი უვლიდა.
ანდერძი 2016 წლის აპრილში შედგა. გარდა ამისა, ლაგერფელდს 200 მილიონ ევროდ შეფასებული ქონება დარჩა.
მოდის ლეგენდის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, ანდერძს უცნობი მოსარჩელე ასაჩივრებს.
გადაწყვეტილების თანახმად, ლაგერფელდმა თავისი ქონების ძირითადი ნაწილი დაუტოვა მათ, ვისაც ის ოდესღაც "ნამდვილ ოჯახს“ უწოდებდა: კატას, ასისტენტ სებასტიან ჟონდოს, მის ნათლულს ჰადსონ კროენიგს და მოდელებს - ბრედ კროენიგსა და ბატისტ ჯაბიკონის.
მედიის ინფორმაციით კი, ანდერძის აღმასრულებელმა ლაგერფელდის გადარჩენილ ნათესავებს მისწერა წერილი და აცნობა, რომ ანდერძის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა. თუ ლაგერფილდის ანდერძი საფრანგეთის მემკვიდრეობის კანონმდებლობის მიხედვით გაუქმდება, ქონება უახლოეს ნათესავებს შორის გაიყოფა.
აღსანიშნავია, რომ კარლ ლაგერფილდს არასდროს ჰქონია ახლო ურთიერთობა მის ოჯახთან. რაც შეეხება კატა შუპეტს - დიზაინერი მას აღმერთებდა და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წევრად მიაჩნდა.
საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს კატის ქონებაზე მომავალი სასამართლო დავა. როგორც მედია წერს, შესაძლოა შუპეტის წილი ხელშეუხებელიც კი იყოს.
შუპეტის ცხოვრების წესი დიდი ხანია იპყრობს გულშემატკივრებს: "ინსტაგრამის" ვარსკვლავი კატა კერძო თვითმფრინავით მოგზაურობს, ელიტური ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან პოზირებს და Met Gala-ზეც კი იწვევენ.
იხილეთ ასევე: