ავტორი:

განახლდა მოლაპარაკებები უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის - რა დეტალებია ცნობილი აბუ-დაბიდან

განახლდა მოლაპარაკებები უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის - რა დეტალებია ცნობილი აბუ-დაბიდან

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა, - ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში მიმდინარეობს.

ასევე, წყაროს თქმით, მოლაპარაკებებზე დელეგაციები ეკონომიკურ, ტერიტორიულ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებს განიხილავენ.

ცნობისთვის, ეს უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია, რომელიც აბუ-დაბიში გუშინ დაიწყო.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ გუშინ გამართული მოლაპარაკებები „შინაარსიანი და პროდუქტიული იყო“.