„პალიტრა L“-ის ტრადიციული აქცია - „გადაიხადე რამდენიც გინდა“, ახალი მიზნითა და სლოგანით დაბრუნდა. 30 იანვრიდან, გადაიხადე რამდენიც გინდა უკვე სამ წიგნში და მხარი დაუჭირე საქართველოს საზღვრის მცველ პოეტსა და მასწავლებელს, ნიკო არდოტელს.
ხევსურეთის მკვიდრი ნიკო არდოტელი 23 წლის განმავლობაში მესაზღვრედ მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საზღვრისპირა სოფელი, ურთულესი ბუნებრივი და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, დაცარიელდა, ნიკომ ადგილზე დარჩენა გადაწყვიტა. სამსახურისა და მოსწავლეების გარეშე დარჩენილი მასწავლებელი თავის ოჯახთან ერთად, დაბრკოლებების მიუხედავად, ცხოვრებას საკუთარ მიწა-წყალზე აგრძელებს - სწამს, რომ ამ კუთხეს ყველაზე კარგად სწორედ აქ გაზრდილი ადამიანი იცნობს და იცავს. ამ ღირსეული მიზნის მიღწევაში ნიკო არდოტელის მხარდასაჭერად, გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გადაწყვიტა, კამპანია ახალი ფორმატით დააბრუნოს.

კერძოდ, აქციის ფარგლებში სასურველ ფასად შეძლებთ შეიძინოთ შემდეგი წიგნები:
სამხრეთაფრიკელი დრამატურგისა და რომანისტის ამ შთამბეჭდავმა ტექსტმა 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოიპოვა.
„პირობა“ სამხრეთ აფრიკის ისტორიასთან ერთად გაგაცნობთ ავტორის უნიკალურ წერის სტილს, რომლის გამოც გალგუტს ხშირად უილიამ ფოლკნერსა და ვირჯინია ვულფს ადარებენ. „პირობა“ პრეტორიის მახლობელ ფერმაში მცხოვრები სამხრეთაფრიკული ოჯახის დაშლის ამბავს ჰყვება. ავტორი თხრობის პერსპექტივას ოთხ პერსონაჟს შორის ცვლის და მათი ცხოვრების ყოველმხრივ განსხვავებულ გზებს აჩვენებს. მათი განვითარებისა და დაცემის პარალელურად, გალგუტი ოთხი სივრცის გაერთიანებით პოსტ-აპარტეიდის ხანას წარმოაჩენს. სვორტების ოჯახური საგა სამხრეთ აფრიკის ისტორიისა და ადამიანური ყოფის მკაფიო, პირდაპირი შეფასებაა, რომელიც ამბის თხრობისას სვამს კითხვებს: „საიდან მოვდივართ, რანი ვართ, საით მივდივართ,“ მაგრამ, უპირველეს ყოვლისა - რად ვიქცევით ცხოვრების გზაზე."
თანამედროვე ქართველმა მწერალმა, თეონა დოლენჯაშვილმა მოთხრობების გამოქვეყნება 2004 წლიდან დაიწყო. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი - „იანვრის მდინარე“, რომელსაც საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ლიტერატურული პოემა „საბა“ მიენიჭა. 2009 წელს თეონა მეორედ გახდა „საბას“ გამარჯვებული და მისი „მემფისი“ წლის საუკეთესო რომანად დასახელდა.
მისი პროზაული კრებული - „ექსპედიცია“ მოიცავს ძველ და ახალ თხზულებებს, რომელთა შორისაა სხვადასხვა დროს ლიტერატურულ კონკურსებზე წლის საუკეთესო მოთხრობებად დასახელებული „ექსპედიცია“, „აჩრდილი“, „რეალური არსებები“, ასევე სხვადასხვა ენაზე თარგმნილი და უცხოურ გამომცემებში შესული რჩეული ტექსტები.
თეონა დოლენჯაშვილი ამ თხზულებით, თქვენ აღმოაჩენთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თანამედროვე ქართველ მწერალს.
ამჯერად, გამომცემლობა „პალიტრა L“-ი განახლებული ფორმატის ფარგლებში გთავაზობთ საბავშვო წიგნსაც, მარიამ წიკლაურის ავტორობის.
„ჩვენი სახლი“ განკუთვნილია 9 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის. თხრობის მსუბუქი სტილი, იუმორი, სიტყვებით თამაში და უცნაური სიტყვათშეთანხმებები, საინტერესო სახელები და სათაურები, უჩვეულო პერსონაჟების ყოველდღიურობა აუცილებლად ჩაითრევს პატარა მკითხველს. ამ მხიარულ წიგნში მკითხველი აუცილებლად იპოვის თავის ადგილს.
შეთავაზების პირობები:
30 იანვრიდან შეთავაზებით ისარგებლებთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. აქცია ვრცელდება წიგნების ტირაჟის ამოწურვამდე.
გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზღვრის მცველ პოეტსა და მასწავლებელს, ნიკო არდოტელს და ამავდროულად ვიზრუნოთ წიგნიერების გავრცელებაზე!
R