ავტორი:

ავსტრალიის პოლიციამ ბრალი წაუყენა მამაკაცს, რომელმაც 459 ბავშვზე იძალადა - ის ბავშვებს სექსუალური ხასიათის ფოტოების გადაღებასა და გაგზავნას აიძულებდა

ავსტრალიის პოლიციამ ბრალი წაუყენა მამაკაცს, რომელმაც 459 ბავშვზე იძალადა - ის ბავშვებს სექსუალური ხასიათის ფოტოების გადაღებასა და გაგზავნას აიძულებდა

ავსტრალიელ მამაკაცს, რომელიც სოციალურ მედიასა და სათამაშო პლატფორმებზე ბავშვებს “აქტიურად ესხმოდა თავს“, ბრალი წაუყენეს ბავშვზე ძალადობის ასობით ეპიზოდში.

ქუინსლენდის პოლიციამ 27 წლის მამაკაცის ტელეფონში სავარაუდო ძალადობის ამსახველი 23 000-ზე მეტი ვიდეო და ფოტო მასალა აღმოაჩინა - დამნაშავე ბავშვებს სექსუალური ხასიათის ფოტოების გადაღებასა და გაგზავნას აიძულებდა. მათი განცხადებით, ყველა დანაშაული ონლაინ რეჟიმში ხდებოდა.

სურათებისა და ვიდეოების დიდი „მოცულობის“ გამო, იდენტიფიკაციის პროცესს „დრო, უნარი და მონდომება“ დასჭირდა, - განაცხადა ქუინსლენდის პოლიციის უფროსი სუპერინტენდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დეტექტივმა დენზილ კლარკმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე 360 მსხვერპლის ვინაობაა დადგენილი და გამოძიება გრძელდება.

  • პოლიციის ცნობით, მსხვერპლთაგან 200-ზე მეტი ავსტრალიაში იმყოფებოდა, დანარჩენები კი საზღვარგარეთ, ძირითადად ინგლისურენოვან ქვეყნებში. მათი უმეტესობა 7-დან 15 წლამდე ასაკის ბიჭები იყვნენ.

„პოლიცია კვლავ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და მათთვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა კლარკმა.

წყარო