არის მომენტები, როდესაც ცხოვრება წამებში იყოფა "წარსულად“ და "აწმყოდ“. მომღერალი სალომე ბაკურაძე, რომელიც ყოველთვის პოზიტიური განწყობითა და ენერგიით გამოირჩეოდა, ახლა სულ სხვა ამპლუაშია - მეუღლის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შემდეგ, ის უდიდეს ტკივილთან თვალის გასწორებას სწავლობს.
- ჩემი ფიქრი ის იყო, რომ სანტისთან (შვილი რედ.) ერთად მეც რამე არ უნდა მომივიდეს. უნდა გავუშვა სახლიდან და მერე მითხრან ყველაფერი, მერე გავუსწორო თვალი და მერე მოხდეს, ის რაც უნდა მოხდეს. ალბათ ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას, რადგან ყველა ჯერზე ამის გახსენება არის...
იმ მომენტშიც კი, როდესაც არ ვუშვებდი, რომ ეს ჩემს თავს მოხდა, ლაშას დედაც იქვე იყო. ვხედავდი, რომ ისე ცუდად იყო, ძალიან ისეთი სიტუაცია იყო. ისიც არ იღებდა დიდხანს, არც მე... ამ გარემოში იყო სანტიც, ჩემი შვილიც.
ამას ვგეგმავდი, ჩქარა, სანტი წავიდეს სახლიდან, მერე რაც უნდა დამემართოს, ეს იქნება ბოლომდე გაგიჟება, ბოლომდე ისტერიკა, მერე დამემართოს ყველაფერი.

შევეცადე, მეკონტროლებინა და ეს ყველაფერი გადამედო იმ დროისთვის, როცა სანტი აღარ იქნებოდა ოთახში.
ზუსტად არ ვიცი ბოლომდე მიღებული მაქვს თუ არა, მაგრამ პრაქტიკულ რეჟიმზე გადავრთე გონება. მაქვს კონკრეტული გეგმები, მიზნები, რასაც უნდა მივყვე. ბევრი ვალდებულება, პასუხისმგებლობა გამიჩნდა. არ ვარ პრინცესა გოგო, რომელსაც ხელით მორთმეული აქვს ყველაფერი. ბოლო წლებში ისე უმტკივნეულოდ გადაიბარა ეს მოვალეობები ლაშამ, ბევრი რაღაც აიღო საკუთარ თავზე.
ლაშას ძალიან ბევრი მეგობარი მიდგას გვერდში, ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, არის პასუხისმგებლობები, რომლებიც ჩემი ამას თვალი უნდა გავუსწორო".