ავტორი:

"ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება..." - მარიამ შუკაკიძე 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლესთან დაშორებაზე პირველ კომენტარს აკეთებს:

"ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება..." - მარიამ შუკაკიძე 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლესთან დაშორებაზე პირველ კომენტარს აკეთებს:

ქართული სოციალური ქსელების ყველაზე რეიტინგული სახე, მარიამ შუკაკიძე, რომლის ყოველ ნაბიჯს 7 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს, ყურადღების ცენტრშია. თუმცა, ამჯერად საქმე მის გლამურულ ცხოვრებას კი არა, პირად დრამას ეხება. ხანგრძლივი დუმილისა და უამრავი კითხვის შემდეგ, ინფლუენსერმა დაადასტურა ის, რაზეც კულუარებში დიდი ხანია საუბრობდნენ - ის და დავით ბოლქვაძე ერთმანეთს დაშორდნენ.

  • მარიამი ღიად საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც 8-წლიანი ურთიერთობის დასრულებას ახლავს. მიუხედავად ათასგვარი ვერსიისა, რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ის მაინც ინარჩუნებს სიმშვიდეს და აცხადებს, რომ ოჯახური კრიზისის რეალურ მიზეზს "ფარდა არასდროს აეხდება“.

"მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. უამრავი ჭორი გავრცელდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სანახაობას ან სკანდალს ელოდება, არცერთი მხრიდან არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილებისთვის, საუკეთესო მშობლები ვიქნებით.

არ მგონია, ასეთ საკითხზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის 8-წლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო.

თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახებში, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი გასაჯაროებას. ჩვენმა ახლობლებმა ისედაც იცოდნენ, თუმცა არ იქნებოდა ლამაზი, როცა ამხელა აუდიტორია მყავს, არაფერს ვუზიარებდე," - წერს მარიამი.

  • ამ თემასთან დაკავშირებით Ambebi.ge მარიამ შუკაკიძეს დაუკავშირდა. გთავაზობთ მის ექსკლუზიურ კომენტარს:

"ბევრს ვფიქრობდი, როგორ გამეზიარებინა ხალხისთვის ეს ამბავი. როცა უკვე გადავლახე და მზად ვიყავი ყველანაირი რეაქციისთვის, მაშინ გავბედე თქმა. სიმართლე გითხრათ, სულ სხვა რამეს ველოდი, მაგრამ უფრო მეტი მხარში დგომა და გამხნევება მივიღე.

იყო ისეთი კომენტარებიც, ასე ერთ დღეში როგორ შორდებიანო, მაგრამ ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება.

ვინც თვალს ხშირად მადევნებს, ისინი უფრო ადრე ხვდებოდნენ და დაინტერესებულები იყვნენ, რატომ აღარ ვჩანდით ბოლო 2 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, არ მსურს დეტალებზე საუბარი.“

წაიკითხეთ ასევე: