საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, საგარეო უწყების თანახმად, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში გამართა შეხვედრა კომერციის მდივნის მოადგილეებთან - ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, უილიამ კიმიტთან და ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯეფრი კესლერთან.
"მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე.
ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.