ავტორი:

"სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა შეუთავსებელია პრინციპებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას საფუძვლად უდევს" - ლავროვი

"სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა შეუთავსებელია პრინციპებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას საფუძვლად უდევს" - ლავროვი

სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას საფუძვლად უდევს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

"დისკუსიები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო სომხეთისთვის, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესების გაგრძელება თუ ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებზე გადასვლა. ჩვენ ამას ვაკვირდებით, მაგრამ თქვენი პოზიციის შესახებ თქვენ იცით. ეს თქვენი არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსული მხარე "ელის, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში 2015 წელს გაწევრიანების შემდეგ მიღწეულ შედეგებს გაითვალისწინებს“.