"საკმარისია ვინმე ბადრაგი ოდნავ ადამიანურად მომექცეს, ეგრევე ცვლიან", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ციხეში მომხდარ ამბავს უზიარებს საზოგადოებას.
"ის, რომ ივანიშვილი თავად აკონტროლებს ჩემი ტყვეობის რეჟიმს, ამაში მგონი ეჭვი არავის ეპარება.
საქმე იმაშია, რომ ციხეში ძალიან უხეში სკამია და მოვითხოვე რბილი დასაფენის შემოტანა. რაზეც ადმინისტრაცია დათანხმდა. ხოდა მორიგი ამანათით (თვეში ორჯერ რომაა დასაშვები) შემომიგზავნეს ეს დასაფენი და რატომღაც არ შემომიტანეს.
როცა ჩემმა ახლობელმა კითხა ციხის ერთ-ერთ უფროსს თუ რატომ დაარღვიეს პირობა, იმან დარცხვენილმა უპასუხა: "სულ მთლად ზემოდან დარეკეს. პრობლემაა რასაც ბ.-ნი მიშა წერს ფეისბუქზე, ამიტომ თქვეს, რომ ნაკლები უნდა წეროს, შესაბამისად ნაკლებად უნდა იჯდეს და მეტად იწვეს. ყველასთვის ასე იქნება კარგი".
ჩემი საჯარო პასუხი ასეთია - ბებიათქვენისას, თქვე ავადმყოფებო, სულ რომ ცალ ფეხზე მომიხდეს დგომა, მაინც ვაზროვნებ, დავწერ. თუ დაწერილსაც აკრძალავთ, ზეპირს გამოვატან, მაინც მოგიღებთ ბოლოს!
დანარჩენი თვითონ დააკომენტარეთ", - წერს სააკაშვილი.