ავტორი:

სასამართლო დავა დასრულდა, ილიამ და ჯორჯინამ შეთანხმებას მიაღწიეს - რას წერს ესპანური მედია ილია თოფურიას შესახებ

სასამართლო დავა დასრულდა, ილიამ და ჯორჯინამ შეთანხმებას მიაღწიეს - რას წერს ესპანური მედია ილია თოფურიას შესახებ

ილია თოფურიამ და მისმა ყოფილმა ცოლმა, ჯორჯინა უზკატეგიმ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.

  • მათი ინფორმაციით, სასამართლო დავა შეწყდა და ჯორჯინამ სარჩელი გაიწვია. ყოფილმა მეუღლეებმა კი ხელი მოაწერეს შეთანხმებას. შეთანხმების დეტალები მედიისთვის უცნობია.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ილია თოფურიას პირად ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა. ამ თემაზე თოფურიამ განცხადებაც გაავრცელა.

"მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით გადავდო ჩემი ტიტულის დაცვა. ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია. თუმცა, როდესაც ჩნდება გარემოებები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს შენს ღირსებას, ოჯახს და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც ამას პირადად უნდა გაუმკლავდე", - წერდა მაშინ თოფურია.

ახლა კი მან პრობლემები მოაგვარა და უახლოეს მომავალში ოქტაგონზე დაბრუნებას გეგმავს. UFC-ის ქართველი ჩემპიონის მეტოქე სავარაუდოდ, ჯასტინ გეიჯი იქნება.