ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილია 19 წლის ახალგაზრდა კაცი.
ის საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის განაპირას დაჭაობებულ ტერიტორიაზე ჩავარდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ქობულეთში ავარიას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა