აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 მაისი ლოცვის დღედ გამოაცხადა. washingtontimes-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა და თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ COVID პანდემიის გამო, ეკლესიების დახურვისა და რელიგიურ ინსტიტუტებზე მემარცხენეების თავდასხმების გამო, წლების შემდეგ აშშ-ში „რელიგია დაბრუნდა“.
“დღეს, როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ, ბევრი ნიშანია იმისა, რომ რელიგია ბრუნდება... ეკლესიები ივსება. ორი წლის განმავლობაში ასე არ ყოფილა. COVID-მა ეკლესიები დააზარალა, დემოკრატები საშინლად მოგექცნენ“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონ ჰილტონში გამართულ ეროვნულ ლოცვის საუზმეზე.
“2026 წლის 17 მაისს ჩვენ ვიწვევთ ამერიკელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიკრიბონ ჩვენს ეროვნულ მოედანზე ლოცვისთვის, მადლიერების გამოსახატავად…“,- განაცხადა ტრამპმა.