ამერიკის შეერთებული შტატები საემიგრაციო პოლიტიკას სულ უფრო ამკაცრებს. ყოველდღიურად ვხედავთ, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების სისრულეში მოყვანის მცდელობას, ამერიკაში მიგრაციული პროცესები მაქსიმალურად დარეგულირდეს. საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ახალი ადმინისტრაციის მიერ, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტერესების გატარებისა და შრომითი ბაზრის დასტაბილურების მიზნებით აიხსნება.
რას ნიშნავს ქართველებისთვის საემიგრაციო ვიზების გაცემის პროცესის დაპაუზება, ვის შეეხება ცვლილება და ზოგადად, როგორია გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის პირობებში ქართველი ემიგრანტების ცხოვრება ამერიკაში? აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ამერიკაში საემიგრაციო იურიდიული კომპანიის ადვოკატის თანაშემწეს, ლაშა სენაშვილს დეტალურად ესაუბრა.
- პირველ რიგში, განვუმარტოთ მკითხველს, ვის ეხება და რას გულისხმობს ზუსტად, საემიგრაციო ვიზების შეჩერება. ამასთანავე, გვაძლევს თუ არა პროცესის დაპაუზება იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებზე საემიგრაციო ვიზები აღარ გაიცეს?
მნიშვნელოვანია განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ საემიგრაციო ვიზა არ არის არც ტურისტული და არც სასწავლო ვიზა. ეს უნდა გაიმიჯნოს. ეს არის დოკუმენტი, რომლის საბოლოო დანიშნულებაა, ადამიანი ერთი ქვეყნიდან მეორეში კანონიერად, ლეგალურად ემიგრირდეს. რას ნიშნავს საემიგრაციო ვიზიდან გამომდინარე, კანონიერი და ლეგალური ემიგრაცია, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად, ეს არის ოჯახის გაერთიანება.
როდესაც ადამიანს ჰყავს ამერიკის მოქალაქე მშობელი ან შვილი, კანონი ამის უფლებას აძლევს და თუ დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ლეგალურად ხდება ოჯახის გაერთიანება ანუ მისი მხრიდან ხდება ოჯახის წევრის შემოერთება. იმ შემთხვევაში, თუ პირს მოქალაქეობა აქვს აქ მიღებული, მას შეუძლია როგორც მშობლების, ისე 21-წლამდე შვილების დასპონსორება. დასპონსორებაში იგულისხმება, რომ შეუძლია, ოჯახის წევრთან დაკავშირებით, ვინც ჯდება შესაბამის კრიტერიუმებში, გაგზავნონ ოჯახის გაერთიანების აპლიკაცია. ეს ჯერ ეგზავნება ამერიკის შიგნით საემიგრაციო სამსახურს, ქვეყნის შიდა უწყებას, ნებართვა ჯერ აქედანაა საჭირო. სამსახური როდესაც ჩათვლის, რომ ამ ადამიანს შეუძლია შემოიერთოს ოჯახის წევრი, დოკუმენტებს უგზავნის ვიზის ეროვნულ ცენტრს, რომელიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაწილი. ჩვენთან ანალოგი რომ ავიღოთ, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესი უკვე გადადის ამერიკის შიგნიდან გარეთ, საკონსულოში. ქართული მაგალითი რომ ავიღოთ, ამერიკის საკონსულოში, სადაც ყოველწლიურად ძალიან ბევრი ადამიანი შედიოდა გასაუბრებაზე. შემდეგ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტი, თავისი საზღვარგარეთის საკონსულოების მეშვეობით, ამენეჯმენტებდა და არეგულირებდა ამ პროცესს.
ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც ჩამოდის თუნდაც საემიგრაციო ვიზით ამერიკაში, სხვადასხვა სოციალური დახმარებებით და ჯანდაცვის პროგრამების მომსახურებით სარგებლობს, რაც ბიუჯეტს ტვირთად აწვება. ამერიკის ახალი მთავრობის პოზიცია ასეთია, ყოველ შემთხვევაში. სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა ამერიკის მთავრობამ, რომ შეცვალოს ის კრიტერიუმები, რომლითაც მოხდება საემიგრაციო ვიზების გაცემა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გაქრა და საერთოდ აღარ იარსებებს ეს დოკუმენტი. დაპაუზებულია იქამდე, სანამ ახალი კრიტერიუმების შემუშავება მოხდება. რა კრიტერიუმები იქნება, ამაზე ჯერ საუბარი არ არის. თუმცა ის, რომ ამერიკაში ემიგრაცია მთლიანად ჩაიკეტა და დასრულდა, რეალობას არ შეესაბამება...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: