რუსული ძალების მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაშავდა, საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და 12 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, სარემონტო ჯგუფები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობას მაშინვე დაიწყებენ, როგორც კი უსაფრთხოების სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს.
ფედოროვის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში დრონის დარტყმის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.