ავტორი:

"ეტიკეტი დაარღვია, კოკისპირულ წვიმაში მოედანზე გავიდა და..." - მაროკოს იმედად ქცეული, ფეხბურთის მოყვარული Gen Z პრინცი: რა არის ცნობილი მულეი ჰასანზე

"ეტიკეტი დაარღვია, კოკისპირულ წვიმაში მოედანზე გავიდა და..." - მაროკოს იმედად ქცეული, ფეხბურთის მოყვარული Gen Z პრინცი: რა არის ცნობილი მულეი ჰასანზე

მაროკოს სამეფო ალაუიტების დინასტიას თავისი 360-წლიანი ისტორიის განმავლობაში არასდროს მოუპოვებია პოპულარობა საფეხბურთო მოედანზე. თუმცა, მემკვიდრე პრინცმა, მულეი ჰასანმა გასულ თვეში ეს მოახერხა, როდესაც რაბატში მიმდინარე აფრიკის ერთა თასის ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მოედანზე გავიდა და საფირმო გადაცემაც შეასრულა.

ქვეყანა, რომელსაც აბსოლუტური მონარქი მართავს და მკაცრ სასამართლო ეტიკეტს მიჩვეულია - მაღალმა, გამხდარმა 22 წლის პრინცმა კი ეტიკეტი დაარღვია, კოკისპირულ წვიმაში საფეხბურთო მოედანზე გავიდა და ხალხში გაერია.

  • ჰასანმა ქოლგაზე უარი თქვა და მცველი გაუშვა, სათამაშო მოედნის ოთხივე კუთხეში გაიარა და აპლოდისმენტების ონზე დატოვა ტერიტორია. ბურთზე მბზინავი, შავი ფეხსაცმლის შეხებით, ის თავისი 62 წლის მამის, მეფე მოჰამედის ჩრდილიდან გამოვიდა.

სცენამ პრინცის პოპულარობა გაიზარდა. თანაც ეს გადამწყვეტ მომენტში მოხდა. მაროკოს მეფის ხანგრძლივი ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, ქვეყანაში დიდი ხანია რეფორმები არ გატარებულა - ხალხს კი განახლება სურს.

"ამ ახალგაზრდის თავდაჯერებული გარეგნობა, რომელიც მამამისისგან ასეთი კონტრასტულია, მომავალ თაობათა ცვლილებაზე მიანიშნებს. მან თავი მომავალ მეფედ წარმოადგინა, იმ პერიოდში, როდესაც მეფობის დასასრულის ატმოსფერო სუფევს,“ - თქვა დასავლელმა დიპლომატმა, პოლიტოლოგმა ომარ ბრუკსიმ.

  • აქამდე პრინცის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი. ის თავისი კოსტიუმებისთვის მასალას ლონდონის Joel and Son Fabrics-ში ყიდულობს და უყვარს ძვირადღირებული საათები.

ყურადღება ახლა იმ დღისკენაა კონცენტრირებული, როდესაც ჰასანი მეფე ჰასან III გახდება და თავისი დინასტიის მე-16 მონარქის როლს დაიკავებს. ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია - წარმატებული ტურიზმის მქონე მაროკო ზომიერი ისლამისა და სტაბილურობის ბასტიონია არასტაბილურ რეგიონში.

  • მემკვიდრე პრინცი საუბრობს არაბულად, დარიჯაზე (მაროკოული არაბული), ამაზიღზე (ბერბერული ენა), ფრანგულად, ინგლისურად და ესპანურად. მისი ინტერესები მოიცავს გეოპოლიტიკას და უყვარს დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა. ასევე გატაცებულია სპორტულ სახეობებით, როგორიცაა ცხენოსნობა და კალათბურთი.

ჰასანი მეფეს პრინცესა სალმასგან შეეძინა, რომელზეც 2002 წელს დაქორწინდა. წყვილი 2018 წელს განქორწინდა. დაშორების შემდეგ, სალმა საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ ინტერესი აღდგა შვილის მზარდი ცნობადობის პარალელურად.

წყვილი ახალდაბადებულ პრინცთან ერთად

პრინცი მემკვიდრეობით მიიღებს უზარმაზარ ეკონომიკურ ინტერესებს. Forbes-მა მოჰამედის პირადი ქონება 2015 წელს დაახლოებით 4.85 მილიარდ ევროდ შეაფასა. ითვლება, რომ ის კიდევ უფრო გაიზარდა.

სიღარიბე მაროკოს მთავარ გამოწვევად რჩება. ამის გამო ქვეყანაში Gen Z-ის საპროტესტო აქციებიც მიმდინარეობდა - მომიტინგეებმა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფეხბურთო სტადიონებზე დახარჯული თანხები გააკრიტიკეს და სამუშაო ადგილები, უკეთესი განათლება და ჯანდაცვა მოითხოვეს.

წყარო