აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის მინისტრი აზიზ ნასირზადე ხელმძღვანელობდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარი დაუჭიროს დაძაბულობის დეესკალაციას.