ავტორი:

მოსკოვში მორიგ გენერალს დაესხნენ თავს - ოკუპანტი ქვეყნის გენშტაბის საკვანძო ფიგურა კრიტიკულ მდგომარეობაშია: რას წერს მედია მომხდარზე

მოსკოვში მორიგ გენერალს დაესხნენ თავს - ოკუპანტი ქვეყნის გენშტაბის საკვანძო ფიგურა კრიტიკულ მდგომარეობაშია: რას წერს მედია მომხდარზე

მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელზე სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გამომძიებლების ინფორმაციით, 6 თებერვალს, მოსკოვში, ვოლოკოლამსკოეს გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, უცნობმა პირმა მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს“, - განაცხადა პეტრენკომ.

64 წლის გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევი, თავდასხმის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეიარაღებული პირი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. საქმე აღძრულია მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით.

  • ალექსეევს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა უკავია.

იგი რეგულარულად აგროვებდა დაზვერვას უკრაინის სარაკეტო დარტყმებისთვის და პასუხისმგებელი იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული "რეფერენდუმების“ ორგანიზებაზე. ის ასევე პასუხისმგებელი იყო 2018 წელს სოლსბერიში მომხდარ მოწამვლაზე. პუტინმა ალექსეევი რუსეთის ფედერაციის გმირის წოდებით დააჯილდოვა "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი გამბედაობისა და გმირობისთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ვარაუდები, რომ თავდასხმის უკან კიევი დგას, ხელისუფლება არ გამორიცხავს, ​​რომ თავდასხმა რუსეთის შიდა კონფლიქტების შედეგი იყოს.

წყარო