ავტორი:

ზამთრის ოლიმპიადა: ფიგურულ სრიალში გუნდური ასპარეზობის პირველ ეტაპზე, ორი სახეობის ჯამში საქართველო ხუთეულშია

ზამთრის ოლიმპიადა: ფიგურულ სრიალში გუნდური ასპარეზობის პირველ ეტაპზე, ორი სახეობის ჯამში საქართველო ხუთეულშია

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ზამთრის ოლიმპიური თამაშები საღამოს იხსნება, რიგ სახეობებში შეჯიბრება უკვე დაიწყო, მათ შორის არის ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობა, რომელშიც 10 ქვეყანა ასპარეზობს, მათ შორის არის საქართველოც. პირველი ეტაპია მოკლე პროგრამით ასპარეზობა, რომლის შემდეგაც ფინალურ ეტაპზე 5 ყველაზე საუკეთესო შედეგის გუნდი გადავა.

ეს სახეობა ოლიმპიადას 2014 წელს დაემატა და უკვე მეოთხეჯერ იმართება.

მოკლედ, საქართველოს ოლიმპიური გუნდი მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას შეუდგა.

პირველები ყინულზე მოკლე პროგრამით, უფრო სწორედ, რიტმული ცეკვით გავიდნენ დიანა დევისი და გლებ სმოლკინი. წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 78.97 ქულა დაიმსახურა და ათ გუნდს შორის მეექვსე ადგილით გუნდური 5 ქულა გამოიმუშავა.

მალევე ბრძოლაში ჩაებნენ სპორტული წყვილები, საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წარმატებით იასპარეზეს და მე-2 ადგილი და 9 ქულა დაიმსახურეს.

ჯამში 14 ქულით საქართველო ორი სახეობის ჯამში მე-3 ადგილზეა.

დღესვე იასპარეზებს ქალთა ერთეულთა თანრიგში ანასტასია გუბანოვა. პირველ ეტაპი კი ხვალ დასრულდება მამაკაცთა შორის შეჯიბრებით, რომელშიც ქართველი ნიკა ეგაძე იასპარეზებს.

იხილეთ ასევე: