პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, შიიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 31 ადამიანი იმსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 170-მდე ადამიანი.


პოლიციის ორმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქება მეჩეთის შესასვლელთან მოხდა.
