პირველად ისტორიაში, კანადა გრენლანდიაში საკუთარ წარმომადგენლობას ხსნის. ეს ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარების ფონზე გრენლანდიის ხალხის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელოვან გამოხატულებად მიიჩნევა.
პარასკევს გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის კანადელი ოფიციალური პირების დელეგაცია გაემგზავრა, მათ შორის კანადის გენერალური გუბერნატორი მერი საიმონი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ანანდიც არიან .

გამგზავრებამდე საიმონმა განაცხადა, რომ კანადა “მტკიცედ უჭერს მხარს გრენლანდიის ხალხს, რომელიც უფლება აქვს თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალი“.
კანადური დელეგაციის ვიზიტი თითქმის ემთხვევა საფრანგეთის ოფიციალური პირების ვიზიტს, რომლებიც ასევე 6 თებერვალს გრენლანდიაში საკუთარ საკონსულოს ხსნიან.
კანადის და საფრანგეთის დიპლომატიური მისიების გახსნა გრენლანდიისთვის ისტორიული მოვლენას წარმოადგენს და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაფართოებას ნიშნავს. აქამდე გრენლანდიაში მხოლოდ ისლანდიისა და აშშ-ის საკონსულოები ფუნქციონირებდა.

ეს ასევე მხარდაჭერის ნიშანია ნატოს მოკავშირეების მხრიდან, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე აშშ გრენლანდიას უნდა “ფლობდეს“.
მთავარი არგუმენტი, რითაც ტრამპი გრენლანდიის აშშ-ისთვის შეერთების სურვილს ამართლებდა არის ის, რომ თურმე დანია ვერ ახერხებს კუნძულის სათანადოდ დაცვას იმ საფრთხეებისგან, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარეობს.

კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მთავრობამ პირობა დადო, რომ არქტიკაში წლის განმავლობაში მუდმივ სამხედრო ყოფნას უზრუნველყოფს და ქვეყნის ჩრდილოეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ერთ მილიარდ კანადურ დოლარზე მეტს (დაახლოებით 730 მილიონ აშშ დოლარს) გამოყოფს, რომლებიც როგორც მოსახლეობას, ისე სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა კი არქტიკის დაცვა "ამჟამინდელი მთავრობის ეროვნული უსაფრთხოების უპირობო პრიორიტეტად“ დაასახელა.