ავტორი:

“სიჩუანი“ - რა არის ცნობილი ჩინეთის უახლეს, 40 000 ტონიან ამფიბიური ტიპის შემტევ ხომალდზე, რომელიც შესაძლოა სტელს-დრონებით იყოს აღჭურვილი

“სიჩუანი“ - რა არის ცნობილი ჩინეთის უახლეს, 40 000 ტონიან ამფიბიური ტიპის შემტევ ხომალდზე, რომელიც შესაძლოა სტელს-დრონებით იყოს აღჭურვილი

მედიაში გავრცელებული ახალი მონაცემების მიხედვით, ჩინეთის საზღვაო ძალების ერთ-ერთ ამფიბიური ტიპის შემტევ ხომალდზე უახლესი ტიპის სტელს-დრონი დააფიქსირეს.

  • 40 000 ტონიანი ჩინური სამხედრო ხომალდი “სიჩუანი“, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, ამჟამად საზღვაო გამოცდებს გადის, რაც შეიძლება დიდი ზომის სტელს დრონების ტესტირებასაც ითვალისწინებს.

გასული წლის ნოემბერში “სიჩუანმა“ პირველი საზღვაო გამოცდა გაიარა, რომლის დროსაც ხომალდის ენერგომომარაგებისა და ელექტროსისტემების მუშაობა შემოწმდა. გამოცდის დასრულების შემდეგ, მწარმოებელმა - China State Shipbuilding Corporation-მა, გემის კომპიუტერულად შექმნილი კონცეპტუალური გამოსახულება სოციალურ მედიაში გაავრცელა.

სამხედრო ანალიტიკოსებით თქმით, გამოსახულებაზე გემბანზე მინიმუმ ექვსი GJ-21-ის ტიპის აპარატი ჩანდა.

  • GJ-21 ჩინური მოიერიშე სტელს დრონი GJ-11-ის საზღვაო ვერსიას წარმოადგენს. უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი შორ მანძილზე დარტყმების განსახორციელებლად, დაზვერვისა და საზღვაო ავიაციის შესაძლებლობების გასაფართოებლად არის შექმნილი.

დრონი სავარაუდოდ კატაპულტის დახმარებით იმ ხომალდების გემბანიდან აფრენაზეა გათვლილი, რომლებიც ელექტრომაგნიტური გაშვების სისტემებით არიან აღჭურვილი, რაც მას მომავალი ჩინური ავიამზიდებისა და დიდი ამფიბიური ტიპის შემტევი ხომალდებისთვის შესაფერისს შეიარაღებად აქცევს. აპარატის გემბანზე დაშვება დამჭერი მექანიზმების გამოყენებით ხორციელდება, იგივე სისტემები გამოყენება ტრადიციული ავიამზიდის გემბანზე თვითმფრინავის დაშვების დროსაც.

ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლების მტკიცებით GJ-21 -ს პილოტირებულ გამანადგურებელ თვითმფრინავებთან ტანდემში მოქმედება შეუძლია. გასული წლის ნოემბერში “სახალხო განმათავისუფლებელი არმიის“ საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც დრონის სახმელეთო ვერსია GJ-11 და სტელს-გამანადგურებელი J-20 კავშირში, ერთობლივად დაფრინავენ.

წყარო