მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, რომ 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ მისი ვაჟი რატი მილორავა თაისუფალია. თუმცა ბესელია საუბრობს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე და ამბობს, რომ იბრძოლებს, მანამ სანამ, "მოძალადეები არ დაისჯებიან".
"ჩემი შვილი უკვე სახლშია, გავიდა პატიმრობის 5 დღე და დავიბრუნე, მაგრამ არ ვაპირებ შევწყვიტო სამართლებრივი ბრძოლა, ვიდრე მოძალადე და სასტიკი პოლიციელები არ დაისჯებიან!
ყველა მათგანის ქმედებას გამოვიძიებ და მეყოფა ძალა სხვისი შვილებიც დავიცვა მათგან! სისტემას კანონის სახელს ამოფარებული მოძალადეები ანგრევენ და აზიანებენ. თუ მე გავჩერდი , სხვა გაჩერდა - ეს უსამართლობა თავისთავად არ სწორდება!" - წერს ბესელია.
ცნობისთვის, რატი მილორავა ადმინისტრაციულად რამდენიმე დღის წინ ვაჟა ფშაველას გამზირზე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, შემდეგ კი მანქანას დაეჯახა და მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.