ავტორი:

რუსთავში 15 წლის ბიჭმა სუპერმარკეტის კონსულტანტი დაჭრა - დაკავებული არასრულწლოვანი მანამდე პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო

რუსთავში 15 წლის ბიჭმა სუპერმარკეტის კონსულტანტი დაჭრა - დაკავებული არასრულწლოვანი მანამდე პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 2010 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • მათი ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსთავში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი - 2003 წელს დაბადებულ ლ.კ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსთავში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი - 2003 წელს დაბადებულ ლ.კ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.