ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
- მშობლების გარდაცვალებიდან 14 წელია გასული და ამ დრომდე არ გადმომიფორმებია საცხოვრებელი სახლი, რომელიც არის სოფელში. მე ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და მაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. ჯერჯერობით, არა მაქვს აღდგენილი საქართველოს მოქალაქეობა. ერთი წელია დავბრუნდი საქართველოში და ვცხოვრობ მშობლების სახლში, რა საბუთები დამჭირდება, რომ ეს ქონება გადმოვიდეს ჩემს სახელზე. სხვა დედმამიშვილი არა მყავს. ვის უნდა მივმართო? მითხრეს, რომ იუსტიციაში ვერ გავიფორმებ..
- პირველ რიგში უნდა მიმართოთ ნოტარიუსს განცხადებით, თუმცა ვინაიდან მშობლების გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არ მიგიმართავთ, ნოტარიუსი გეტყვით უარს, შემდგომ სასამართლოს უნდა მიმართოთ იურიდიული ფაქტის დადგენის მოთხოვნით, უნდა დაადასტუროთ, რომ მშობლების გარდაცვალების შემდგომ თქვენ ფაქტობრივად ფლობდით მათ ქონებას. მას შემდეგ, რაც დადგინდება ფაქტობრივი ფლობა, შეძლებთ სამკვიდრო მოწმობის აღებას, რის საფუძველზეც დაირეგისტრირებთ ქონებას.
- ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და მჭირდება ფული. მაქვს თუ არა უფლება საპენსიო დანაზოგი გავიტანო?
- "საპენსიო სააგენტოს შესახებ" კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგი გაიცემა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: საპენსიო ასაკის მიღწევისას (ან შესაბამისი საპენსიო ასაკის შემთხვევაში) მოქალაქეს შეუძლია საპენსიო თანხის გატანა. ეს ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელია, ხოლო ქალებისთვის - 60; ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მუდმივად ტოვებს საქართველოს და იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუძლია განაცხადოს დაგროვებული თანხის გატანის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს. მძიმე ავადმყოფობის ან შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს თანხის ერთჯერადი ან ეტაპობრივი გატანა. თუ თქვენ ბრძანდებით მეორე ჯგუფის ინვალიდი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დანაზოგის გატანა მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო სააგენტოში განაცხადის საფუძველზე. საჭირო იქნება ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი...განაგრძეთ კითხვა