ავტორი:

გვამების შეურაცხყოფისთვის დაკრძალვის ბიუროს დირექტორს 40 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა მოხდა კოლორადოში

გვამების შეურაცხყოფისთვის დაკრძალვის ბიუროს დირექტორს 40 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა მოხდა კოლორადოში

კოლორადოში მდებარე დაკრძალვის ბიუროს თანამფლობელს, რომლის შენობაში თითქმის 200 ცხედარი აღმოაჩინეს, გვამების სასტიკი მოპყრობისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაკრძალვის ბიურო ცხედრებს არ ამუშავებდა ქიმიკატებით (მაგალითად, ბალზამირების სითხით) და მათ ბიოდეგრადირებად ჩასასვენებელში ინახავდა.

  • ცხედრები დაკრძალვის ბიუროს მიტოვებულ სივრცეში იპოვეს. დაღუპულთა შორის იყვნენ ბავშვები და ნაყოფებიც. ჯონ ჰოლფორდმა, რომელმაც სასჯელის შემცირების იმედით თავი დამნაშავედ ცნო, განაჩენის გამოტანამდე ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებებისთვის.

გარდაცვლილთა ნათესავებს მათი ახლობლების ნეშტის ნაცვლად ყალბი ფერფლი გადაეცათ. პროკურორების თქმით, შენობაში ოთხი წლის განმავლობაში 189 ცხედარი არასათანადოდ იყო შენახული.

სასამართლო დარბაზი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებით იყო გადაჭედილი, რომლებმაც მოსამართლეს მაქსიმალური — 50-წლიანი — სასჯელის დაკისრება მოსთხოვეს.

"მე ვარ ქალი, რომლის დედასაც გუშინდელი ნაგავივით მოეპყრნენ და ასობით გვამთან ერთად მიტოვებულ ადგილას გადააგდეს“, — განუცხადა კელი მაკკინმა სასამართლოს.

ბიზნესის საქმიანობის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერიტორიიდან უსიამოვნო სუნის გავრცელების შესახებ შეტყობინებები შევიდა. ოფიციალურმა პირებმა გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში ადგილზე 115 ცხედარი აღმოაჩინეს.

წყარო