ჯეფრი ეპშტეინმა ნიუ-მექსიკოში მდებარე თავისი რანჩოს მახლობლად "ორი უცხოელი გოგონას" დაკრძალვა ბრძანა – შოკისმომგვრელი ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაში გავრცელდა. მიმოწერა 2019 წლის 21 ნოემბრით თარიღდება. იგი პარასკევს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სამ მილიონ დოკუმენტს შორის იყო.

ელ.წერილში ნათქვამია: "იცოდით, რომ ზოროს მახლობლად, სადღაც მთებში, ორი უცხოელი გოგონა დაკრძალეს… ორივე უხეში, ფეტიშისტური სექსის დროს დახრჩობით გარდაიცვალა."
ეს ელ.წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, ეპშტეინის თანამშრომელმა გააგზავნა, ასახავს მრავალწლიანი სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის საშინელებებს. ზორო რანჩო, ნიუ-მექსიკაში მდებარე ეპშტეინის საკუთრება, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა სექსუალური ძალადობისა და არასრულწლოვანებთან დაკავშირებული ტრეფიკინგის ერთ-ერთ ცენტრად.


ეპშტეინმა ზოროს რანჩო 1993 წელს შეიძინა. ტერიტორია მოიცავს მდიდრულ სახლს, სტუმრების საცხოვრებლებს, პერსონალის საცხოვრებლებსა და რამდენიმე დამხმარე შენობას.
რანჩოს კომპლექსში შედის სახანძრო სადგური, ცხენების თავლები, შვიდადგილიანი გათბობით აღჭურვილი ავტოფარეხი, სათბური, პირუტყვის საძოვრები, კერძო აეროდრომი, ანგარი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი. ეპშტეინი ქონებას გარდაცვალებამდე ფლობდა, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა ის 2021 წელს 27,5 მილიონ დოლარად გაყიდეს.
წაიკითხეთ ასევე: