ავტორი:

"აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე არა რეგიონის ქვეყნები, არამედ რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები იქნებიან" - აბას არაღჩი

"აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე არა რეგიონის ქვეყნები, არამედ რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები იქნებიან" - აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

  • Al Jazeera-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, არსებობს თუ არა აშშ-სთან ომის შესაძლებლობა, არაღჩიმ უპასუხა, რომ შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის.

"ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნებს ვეუბნებით, რომ [აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში] ჩვენი სამიზნე იქნება რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები და არა რეგიონის ქვეყნები - და ამათ შორის განსხვავებაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ მხარეს შორის ნდობის საკითხს და განაცხადა, რომ გასული წლის ომის გამო, ნდობის აღდგენისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.