დღეს ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველი ეტაპის დასკვნითი შეჯიბრება გაიმართა მამაკაცთა შორის, შესაბამისად, ყინულზე მოკლე პროგრამით საქართველოს წარმომადგენელი ნიკა ეგაძე წარსდგა, რომელმაც საქართველოს ფინალში ასპარეზობის უფლება მოუპოვა.
ნიკას სრიალი არ წაუვიდა, თუმცა მაინც მოახერხა 84,37 ქულის მოპოვება, რაც გუნდისთვის 5 ქულაში აისახა, შედეგად საქართველომ 25 ქულა მოაგროვა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

ფინალში გასული ქვეყნებია: აშშ, იაპონია, კანადა, იტალია და საქართველო.
შეგახსენებთ, გუნდურ დაპირისპირებაში 10 ქვეყანა ასპარეზობდა, ესენია: აშშ, იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, საქართველო, ჩინეთი, პოლონეთი, იტალია და კანადა, რომელთაგან ფინალში გავიდა 5 ყველაზე საუკეთესო შედეგის გუნდი.

ეს სახეობა ოლიმპიადას 2014 წელს დაემატა და უკვე მეოთხეჯერ იმართება..
6 თებერვალს, საქართველოს გუნდიდან პირველები ყინულზე მოკლე პროგრამით, უფრო სწორედ, რიტმული ცეკვით გავიდნენ დიანა დევისი და გლებ სმოლკინი. წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 78.97 ქულა დაიმსახურა და ათ გუნდს შორის მეექვსე ადგილით გუნდური 5 ქულა გამოიმუშავა.
მალევე ბრძოლაში ჩაებნენ სპორტული წყვილები, საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წარმატებით იასპარეზეს - ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მოკლე პროგრამა "ბოლეროს" კომპოზიციაზე თითქმის უნაკლოდ შეასრულეს და 77.54 ქულით მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს, შესაბამისად ჩვენს გუნდ 9 ქულა მოუპვეს.
გუშინვე დაპირისპირებაში ჩაერთნენ ქალი მოციგურავეები. საქართველო ანასტასია გუბანოვამ წარმოადგინა, მას გამოსვლისას უხეში შეცდომები არ დაუშვია, თუმცა პატარ-პატარა ხარვეზების გამო მხოლოდ მე-5 პოზიციას დასჯერდა და საქართველოს 6 ქულა მოუტანა.
დღესვე უკვე ფინალში ასპარეზობა დაიწყეს ყინულზე მოცეკვავეებმა. სხვა სახეობებში გამოსვლები კი უკვე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
იხილეთ ასევე: