მილანში ოლიმპიურ სოფელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მსვლელობის ბოლოს პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეების მცირე ჯგუფს შორის შეტაკებები მოხდა.

შეტაკებების დროს პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა.

მილანში დემონსტრანტები საცხოვრებელი ხარჯების გაზრდას, გარემოზე ოლიმპიური თამაშების გავლენას და ქალაქში აშშ-ის დელეგაციის თანმხლები, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ყოფნას აპროტესტებენ.