"ეფ-ეს-ბემ“ მოსკოვში რუს გენერალზე თავდამსხმელი დააკავა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმის უშუალო შემსრულებელი, 1960 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ლიუბომირ კორბა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობის შედეგად, დუბაიში დააკავეს და მოსკოვს გადასცეს.
"რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, დანაშაულში მონაწილეები გამოავლინა: რუსეთის მოქალაქეები - 1959 წელს დაბადებული ვიქტორ ვასინი და 1971 წელს დაბადებული ზინაიდა სერებრიცკაია, რომელიც უკრაინაში გაიქცა“, - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.
შეგახსენებთ, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევს მოსკოვში 6 თებერვალს საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გენერალს გამოჯანმრთელება უსურვა.
ლავროვის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიევს თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.