ავტორი:

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესია წმინდანად შერაცხულ მეფეს, დავით აღმაშენებელს იხსენიებს.

დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.

  • 8 თებერვალს კავკასიისა და საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა, კავკასიაში პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნა უკავშირდება: 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დავით აღმშენებლის ხსენებისა და პირველი უნივერსიტეტის დღეს.